პროექტის სახელწოდება:“ სუფთა წყალი ჯანმრთელობის საწინდარია“
პროექტის მოკლე აღწერა:მოიძიონ ინფორმაცია რა უნდა იცოდნენ,რა უნდა გააკეთონ წყლის დასაცავად,საიდან ღებულობენ სუფთა წყალს და არსებობს თუარა ჩვენს ირგვლივ სუფთა წყალი და რა ზიანი მოაქვს მას ჯანმრთელობისათვის.
პროექტის სრული აღწერა:ინტერნეტის საშუალებით შეაგროვონ სურათები საქართველოში
არსებული დაბინძურებული მდინარეების შესახებ და პროექტის საშუალებით შეისწავლონ
თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა წყალს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ვახასიათებთ ამჟამად რა მდგომარეობაა ხმელეთის წყლებზე,როგორი გზებით ჭუჭყიანდება წყალი და რა უნდა გააკეთონ დედამიწაზე წყლის დასაცავად.
მონაწილეთა ასაკი:11/15 წლის.
ხანგრძლივობა:2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები:ა)მოსწავლეებს მიეცემათ დავალებები მოიძიონ მასალა,თუ საიდან ღებულობენ სასმელ წყალს.მოაწყონ გასვლითი ღონისძიებები წყაროს სათავეში.
ბ)ამობეჭდონ სურათები ინტერნეტიდან მდინარე „ლოჭინზე“და გააკეთონ სტენდი
სათაურით „ვინ მოკლა ლოჭინი“.
გ)გადაიღონ სურათები რაიონში არსებულ მდინარეებზე და დამზადონ ბუკლეტები,
სახელწოდებით „მტკნარი წყალი განსაკუთრებულ გაფრთხილებას საჭიროებს“და დაარიგონ ისინი რაიონში მათ მიერ მოწყობილ აქციაზე.
დ)მოვაწყობთ ლაშქრობას მდინარის სათავეზე ,ვახდენთ დაკვირვებას წყლის სისუფთავეზე და ვარგისიანობაზე.
ე)ვიღებთ ვიდეოს რომელსაც გამოვიყენებთ პრეზენტაციის დროს.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მდინარეთა დაბინძურების გზების მოძიება და იმ ღონისძიებათა დადგენა ,რომელიც მოცემულ პრობლემას აღმოფხვრის.
სარგებელი სხვებისათვის:ვიზუალური მასალებისა და ინფორმაციის მიწოდებით დაანახონ სხვებს თუ რა საფრთხე ელოდება ადამიანს დაბინძურებული წყლის მიღებისას.არ მოვიხმაროთ დაჭუჭყიანებული წყალი და არ დავაჭუჭყიანოთ ის.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქიმიასთან, ,ბიოლოგიასთან.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:გულიკო უჯმაჯურიძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:guliko1951@gmail.com
No comments:
Post a Comment